"კარგით რა მართლა...ნუ მისცემთ დავალებას თქვენს ტელევიზიებს, რომ უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს"- კვირიკაშვილი ოპოზიციას
პოლიტიკა - 16:52, 20 Dec, 2017     2464
„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის 5-წლიანი შეფასების საუკეთესო მაგალითია მიგრაციული სალდო - რამდენი ადამიანი ტოვებს ქვეყანას და რამდენი შემოდის, რაც არც ერთ წელს დადებითი არ ყოფილა.
უმცირესობის დეპუტატის თქმით, მიგრაციული სალდო ეს არის შეფასება მთავრობის, „როდესაც ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, როცა თქვა, რომ ამ მთავრობის პირობებში არაფერი გვეშველება და ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეო“.
დეპუტატის ასეთმა შეფასებამ პრემიერ-მინისტრის უკმაყოფილება გამოიწვია.
„კარგით რა მართლა, თქვენს გულში ჩაიხდეთ, ვის დროს დატოვა საქართველო მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ყველამ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა აღნიშნული შეკითხვის საპასუხოდ. ნუ ეტყვით თქვენს ტელევიზიებს, რომ იმედი მოუკლან და ადამიანები აღარ იგრძნობენ თავს უპერსპექტივოდ და გაცილებით უფრო მეტი ოპტიმიზმი ექნებათ. დიდი ბოდიში, მაგრამ როგორ არ გაგახსენოთ, თქვენს დროს რამდენი ტელევიზია იყო და რას გადასცემდნენ ისინი ჩვენს მოსახლეობას - როგორ ყვავდება ქვეყანა და როგორი კარგადაა ყველაფერი ქვეყანაში. სინამდვილეში რა ხდებოდა, რა თქმა უნდა, ხალხმა მოგვიანებით გაიგო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ მისცემთ დავალებას თქვენს ტელევიზიებს, რომ უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს. მედიას დიდი როლი აქვს ადამიანების ოპტიმიზმში. მედიაში შექმნილი ფონი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანების ოპტიმიზმის მაჩვენებელში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

აღნიშნულის საპასუხოდ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძე აღნიშნა, რომ მათ ტელევიზიები არ ჰყავთ და დავალებებს არ აძლევენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42