კახა კახიშვილმა დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამომავლო გეგმები წარუდგინა
პოლიტიკა - 14:10, 20 Dec, 2017     774
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ფარგლებში, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, უწყების სამომავლო გეგმებსა და პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმაზე ისაუბრა.

კახა კახიშვილის თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იზოლაციის ფუნქციიდან რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებულ სისტემად გარდაიქმნა. შესაბამისად, ჩამოყალიბდა განვითარების სტრატეგია, რომელიც ერთის მხრივ, პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვას, ხოლო მეორეს მხრივ, სარეჟიმო პირობების დაცვას უზრუნვეყოფს. მისი თქმით, სისტემა წარმატებით აგრძელებს განვითარებას და არა ერთ ნოვაციურ პროექტს ნერგავს.

მინისტრმა დეპუტატებს ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიზანი მსჯავრდებულთა დასაქმების წახალისებაა და, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დასაქმების სანაცვლოდ, მსჯავრდებულებისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის შემცირებას ითვალისწინებს. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში უკვე არსებულ დასაქმების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

„დასაქმების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი პენიტენციურ დაწესებულებებში. როდესაც ადამიანი იმყოფება თავისუფლების აღკვეთის პირობებში, მას უნდა შეთავაზო ალტერნატივა, რომ დაკავებული იყოს სხვადასხვა საქმიანობით - ერთი, ეს არის განათლება, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული, მეორე - დასაქმება. ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ სამუშაო კერები შევქნათ დაწესებულებებში. ხელისუფლების მხარდაჭერით, უკვე გვყავს 600-მდე დასაქმებული მსჯავრდებული, რომელიც ანაზღაურებას იღებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, კახა კახიშვილის თქმით, 2017 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში, 2018 წლიდან არა ერთი უპრეცედენტო სიახლე შემოდის, მათ შორისაა: სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, რომელშიც პატიმრები გათავისუფლებისთვის მომზადდებიან; არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის - შინაპატიმრობის დანერგვა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა პატიმართათვის სასჯელის მოხდის პერიოდში.

„გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსდებიან პირები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე დარჩათ ერთი წელი. მათ ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ პროფესიებს. გარდა ამისა, დროებით დატოვონ დაწესებულება. მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობასაც ვაძლევთ, რაც მეტად შეუწყობს ხელს მათ რესოციალიზაციას და გათავისუფლების შემდეგ თავის დამკვიდრებას საზოგადოებაში“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

მინისტრის თქმით, გრძელდება მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პატიმართა საშიშროების რისკის განსაზღვრას და მათ შესაბამის დაწესებულებებში განთავსებას გულისხმობს. საშიშროების რიკის სახეებია - დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი. ყველა მსჯავრდებულს ეძლევა საშუალება რისკი შეიმციროს.

დეპუტატებმა სამინისტროს რეფორმები დადებითად შეაფასეს და ახალი ინიციატივებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42