გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გათბობის ხარჯების დასაფარად 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებს
პოლიტიკა - 14:07, 20 Dec, 2017     820
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფოსაგან გათბობის 200 ლარიან ვაუჩერებს წელსაც მიიღებს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო წელსაც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ოჯახებს გამოსაზამთრებლად შესაბამისი პირობები ჰქონდეთ.

"ეს ადამიანები მართლაც გმირულად და მოთმინებით უმკლავდებიან ყოველდღიურ გამოწვევებსა და პროვოკაციებს მავთულხლართების პირისპირ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა კომპლექსური დახმარების პროგრამას ახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ ვითარება ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც თუნდაც 5 წლის წინ გახლდათ, როცა ჩვენ მათი საბაზისო საჭიროებების შესასწავლად სოფელ-სოფელ დავდიოდით.

"მოხერხდა ის, რომ ყველა - 62 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა და 14 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურად თითოეულ ოჯახს 200ლარიანი ვაუჩერებით ვეხმარებით გათბობის ხარჯების დასაფარად. ბუნებრივია, სახელმწიფო ამ საკითხზე მუშაობას მდგრადად აგრძელებს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ოჯახებს სახელმწიფო გათბობის ვაუჩერებით 2013 წლიდან უზრუნველყოფს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ გატარებული სამუშაოების ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე აღნიშნული პირების გათბობით უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ 9 463 977 ლარი გამოყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42