,,გახარიას ინიციატივით აღტაცებული ბევრი ადამიანი შემომხვდა დღეს დილას. არადა, მორიგი თვალებში ნაცრის შეყრაა... რა ახალი დეპარტამენტი? ბიუროკრატია გვაკლია? ახალი დეპარტამენტები და კომისიები წყვეტენ პრობლემებს?
არა, ბატონებო. აქ მთავარი ხელისუფლების ღირებულებები და პოლიტიკური ნებაა. ქართული ოცნების პირობებში კი ორივე ფუნდამენტური პრობლემაა. გინდათ ამ პრობლემების გადაჭრა? კიბატონო -
აიღეთ და ნაგავში გადააგდეთ ქურდული სამყაროს რევანშის ძეგლი;
გადააყენეთ სტრასბურგთან მებრძოლი თეა წულუკიანი;
გადააყენეთ მანანა "იქნებშეაგინა" კობახიძე;
გადააყენეთ მკვლელებისა და ყაჩაღების პოლიტპატიმრად შემრაცხავი ეკაბესელია;
დასაჯეთ 17 მაისის მოძალადეები;
დასაჯეთ რელიგიურ უმცირესებობზე მოძალადეები;
თბილისში საახალწლო პროგრამის ორგანიზებას ნუ დაუკვეთავთ ბასაფოცხიშვილებს, რომლებიც კანონის დარღვევას ქართველი ვაშკაცის თანდაყოლილ ბუნებად მიიჩნევენ;
აღიარეთ, რომ არაკეთილსინდისიერები იყავით, როცა მანდატურის ინსტიტუტს ებრძოდით და რომ ამან ბევრი ოჯახი გააუბედურა;
შეაბრუნეთ ციხეში არჩევნებამდე 3 დღით ადრე გამოშვებული კანონიერი ქურდი, ლავას ოღლი;
ჩამოყალიბდით, კრიმინალის ზრდას გაგებით აღარ უნდა მოვეკიდოთ, როგორც ამას თქვენი პატრონი მოგვიწოდებდა?
სია უსასრულოა და მისი ერთ წინადადებად ჩამოყალიბებაც შეიძლება: აღიარეთ, რომ ყველაფერში ცდებოდით (ან ყველაფერს იტყუებოდით) და გამოაცხადეთ თვითლიკვიდაცია.
...და თუ შედეგი მაინც არ დადგა (არადა, აუცილებლად დადგება), მაშინ შექმენით ახალი დეპარტამენტი“ - წერს ბიბილაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






