"უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის" - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 12:22, 20 Dec, 2017     990
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას არასრულწლოვანთა შორის გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა.

,,რეალურად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არასრულწლოვანთა კოდექსმა, რომელიც იყო მიღებული წელიწადნახევრის წინ და ამოქმედდა 2016 წლის პირველ იანვარს, გარკვეული შედეგები გამოიღო. რა თქმა უნდა ხაზგასასმელია ისეთი მიღწევები, როგორიც არის განრიდების პირობებში რეციდივის მხოლოდ 9 % შემთხვევები, მაგრამ, ასევე, ხაზგასმით უნდა დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს 14 წლამდე არასრულწლოვნებში - დანაშაულის ზრდა. განსაკუთრებით, ისეთი დანაშაულის ზრდა, როგორიც არის ქურდობა.’’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ბოლო ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ შინაგან სქმეთა სამინისტრომ საკმაოდ კონცენტრირებულად იმუშავა განათლების სამინისტროსთან ერთად ამ მიმართულებით და გამოჩნდა რომ, არის გარკვეული სტრუქტურული და ინსტიტუციონალური პრობლემები, რომლებზეც ერთად უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

,,აბსოლუტურად ნათელია ჩვენთვის, რომ გარკვეულ რეფორმირებას საჭიროებს მანდატურის სამსახური , მისი ეფექტიანობის ზრდის მიზნით.. ინსტიტუციონალურად ინდადაექვემდებაროს პირდაპირ განათლების სამინისტროს და არა სკოლას. ასევე უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის. ჩვენი დაკვირვებით რეფერირების სისტემა ეფექტურად ვერ მუშაობს და ეს არის სწორედ ის კომპონენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს უმოკლეს ვადაში არასრუწლოვანთა რესოციალიზაციაზე“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2010 წლის შემდეგ, როდესაც შეიქმნა რეფერირების სისტემა , კომისიაში დაფიქსირდა მხოლოდ 39 მიმართვა, რომლის ნახევარი ოჯახის წევრების მიერ იყო დაფიქსირებული.

,,შესაბამისად სკოლა პანსიონების სისტემა რომელიც ფაქტიურად მოშლილია დღეს ქვეყანაში და ფუქნციონირებს ერთადერთი სამტრედიაში, ეს კომპონენტიც განათელბის სამინისტროსტან ერთად საჭიროებს გარდაქმნას” - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42