" ჩვენ კარგად გვესმის, რომ ორგანიზებული დანაშაული არის ძირითადი გამოწვევა ჩვენს წინაშე. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის მატარებელი პიროვნებები. ამიტომ, ვთვლით, რომ კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს უფრო ეფექტური და უფრო სწრაფად უნდა რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. ეს რეფორმა უკვე დიდი ხანია მომწიფდა და ამ რეფორმის ძირითადი მიმართულება იქნება სტრუქტურული მიმართულება.
პირველი ეს არის საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. რა თქმა უნდა, ცალკე უნდა იყოს დეტექტივთა დივიზიონი, თუმცა ერთი ქოლგის ქვეშ სინერგიის შენარჩუნება აქაც აუცილებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ცალკე არის გამოსაყოფი მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი - ე.წ. უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი, რამაც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მოქალაქეებთან ურთიერთობის კომპონენტი. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რის საფუძველზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონცეპტუალურად უნდა მოხდეს კრიმინალური პოლიციის რეფორმირება და შემდგომ მისი განვითარება. რეფორმის ძირითად კონცეპტი უკვე არსებობს და იანვრიდან განვიხილავთ საერთაშორისო პარტნიორებთან. როგორც კი იქნება დრაფტი ამ რეფორმის, დაახლოებით თებერვალში, ჩვენ მზად ვიქნებით წარმოვადგინოთ ნებისმიერ ფორმატში, რომელსაც პარლამენტი ისურვებს”, - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






