შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია მისი უწყების სამომავლო გეგმებზე საუბრობს. როგორ გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიების შექმნა იქნება:
„დღეს ჩვენი მიზანი ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიების შექმნაა. ამავდროულად ამ მიზანს თან უნდა ახლდეს ნდობის აღდგენა მოქალაქესა და სამართალდამცავ ორგანოს შორის.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და იმედი გვაქვს, რომ ამ პოზიციაში ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მოქალაქე იქნება სამართალდამცავი ორგანოების გვერდით.
დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი ფუნდამენტური გამოწვევების გარდა, როგორიც არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, უსაფრთხოების გარანტიები, საზღვრის დაცვა, ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო მართლმსაჯულება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. შესაბამისად, ჩვენ იმ ძირითადი საკვანძო მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც უკვე ჩამოვთვალეთ ვსახავთ შემდგომ პრიორიტეტებს.
დღეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმები კრიმინალური პოლიციის სისტემაში და რა თქმა უნდა საზღვრის დაცვის მიმართულებით, ასევე შემდგომი ნაბიჯის გადადგმა საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში. ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ კარგად გვესმის , რომ გამართული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საპოლიციო სისტემის გარეშე არ არსებობს შსს-ს წარმატება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






