,,ქართულ ოცნებაში არის პრემიერის გუნდი, კალაძის, სუსის გუნდი, იქ არის უშუალოდ ბიძინა იავნიშვილის გუნდი, რომელიც უპირობოდ ძლიერია და არის სუსის მიერ კონტროლირებადი, ძირითადად მაჟორიტარების. 2016 წლის არჩევნებსი, ვის სად როგორ უნდა გაემარჯვა ამის განხორციელება თავის თავზე აიღო სუსმა. ჩვენ პარლამეტში გვყავს ადამიანები, რომლებსაც საკუთარ ბიოგრაფიაში სამი ხაზი აქვთ, მაგრამ მაინც არიან დეპუტატები.
მაგალითად, ლილუაშვილთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებაა, ქართულ ოცნებას ის სჭირდება იმ საქმისთვის სადაც არის წასული, ერთადერთი სისტემა არის სუსი, სადაც ლილუაშვილის არსებობა მნიშვნელოვანია.
ეს დაშლის პროცესი არ მგონია ამით დასრულდეს, გაზაფხულზე მე კიდევ ორ ფრაქციას დაველოდებოდი, ერთ-ერთი იქნება კახა კალაძის ფრაქცია და მას საკუთარი გუნდი პარლამენტში ჰყავს“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






