,,ივანიშვილმა ჩამოაყალიბა მართვის მექანიზმი, როცა ის არ ჩნდება, ის მართავს მთელ ამ პოლიტიკურ გუნდს ორი სამი ადამიანის მეშვეობით, ერთერთი ალბათ კვირიკაშვილიც იყო, ყოველ შემთხვევაში და მთავარი მისი დასაყრდენი არის ის, რომ ქვეყნა იმართება არა კანონით, არამედ სუსით.
ასეთი დაპირისპირებები ამ პოლიტიკურ გუნდში არის ძალიან ნაცნობი, წახალისებული და ამ დაპირისპირების ნებართვა მათ აღებული აქვთ. ერთადერთი პრინციპი არის ის რომ დისკომფორტი არ შეუქმნან იმ ადამაინს, რომელიც არის მათი ძალაულების მთავარი წყარო. ეს არის ერთადერთი იდეოლოგია, რომელიც საყოველთაოა ამ გუნდისთვის, არ დაირღვეს ივანიშვილის კომფპრტი, სანამ ამ პრინციპს არ დაარღვევენ ეს ადამიანები, მანამდე მათი ყოფნა ძალაუფლებაში არის გარანტირებული. პოლიტიკიდან პოლიტიკური აზრი გაქრა. სულ არ ჭირდება განათლება და ცოდნა ერთმანეთთან ასეთ დაპირისპირებას, გვაყვედრიან იმას, რომ ამთი ხელისუფლების პირობებში ციხეში არ აწამებენ ადამიანებს და ეს უნდა იყოს ერთადერთი რამ ხალხითვის რისთვისაც მადლობა ყუნდა ვუხადოთ. ისინი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნავენ და პრიმიტიული ამბიციების დაკმაყოფილებაზე“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ ,,არჩევანის“ ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






