საქართველოს პრეზიდენტი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდა
პოლიტიკა - 20:04, 19 Dec, 2017     1374

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელებისა და კურსდამთავრებულების ერთ ჯგუფს დღეს სასახლეში უმასპინძლა.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების მიზნით, 1999 წელს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა არმაზ ახვლედიანმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დააფუძნა და დღემდე ხელმღვანელობს მას.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური სკოლის წარმომადგენლებთან ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა და დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე გაამახვილა ყურადღება.

დღევანდელ შეხვედრას პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი უძღვებოდა.

გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიანი ისტორიული მოვლენების მიმოხილვის შემდეგ, ქართული საზოგადოების თავისუფლებისაკენ სწრაფვის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფლება უპირველესად არსებული რეალობის გააზრებაა - ვინ ხარ, რა გსურს, რა არის შენი მიზანი, რა ქმედებებს ახორციელებ ამ მიზნის მისაღწევად.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ორი განწყობა - დამოუკიდებლობა - რაღაცისგან გათავისუფლება და თავისუფლებისაკენ სწრაფვა - რაღაცისათვის ქმედებების განხორციელება, ორი განსხვავებული პოლიტიკურ - საზოგადოებრივი პროცესია.

პრეზიდენტის თქმით, თუ თავისუფლების შინაარსს ერისა და საზოგადოების ჭრილში განვიხილავთ, მნიშვნელოვანია ერი მოცემულ რეალობაში იაზრებდეს საკუთარ იდენტობას და ამის შემდეგ ხედავდეს საკუთარ გზას მსოფლიო ცივილიზაციაში და ესმოდეს რა არის ქართული გზა.

როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯერ კიდევ 100 წლის წინ ქართველმა ხალხმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და აირჩია სახელმწიფოს მმართველობის ძალიან პროგრესული ფორმა - რესპუბლიკა, რომელიც ძალიან დემოკრატიული მმართველობის ფორმაა, რადგან ამ დროს ხელისუფლებას ახორციელებს ხალხი.

მაგრამ ამავდროულად, პრეზიდენტის განმარტებით, დემოკრატია ეფექტურ მექანიზმთან ერთად საშიში იარაღია თავისუფლების განსახორციელებლად. როცა ინდივიდი ზურგს აქცევს, მაგალითისათვის არჩევნებს და არ იღებს მასში მონაწილეობას - აგდებს ბიულეტენს, დემოკრატია გარდაიქმნება საშიშ სისტემად.

"დღეს თავისუფლების გააზრება პოლიტიკურ კონტექსტში არ ხდება. ის ხალხს, ვინც პოლიტიკურ პროცესს ინტელექტუალურად აფასებს, თვისობრივად მოწყვეტილია საკუთარი იდნეტობის გააზრებას, თვისობრივად მოწყვეტილია უნარს, შეაფასოს ვითარება მშვიდ, რაციონალურ, არაემოციურ კონტექსტში და მოსახლეობას და საზოგადოებას მიაწოდოს ვითარების ანალიზი.

თუ პოლიტიკას აკვირდებით, უყურებთ რა შეფასებებია - ემოციურ - თხრობითი. რეალურად ჩვენი პოლიტიკური რეალობა პოეზიის დონეზეა, სადაც დომინანტური არ არის რეალობის აღწერა.

ეს ორი სირთულე - ვინ ვართ და სად ვართ, ამის გააზრების სირთულე ქმნის თავისუფლებისაკენ ნაბიჯის გადადგმის სირთულეს...."- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გაიმართა დისკუსია და პრეზიდენტმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ევროპის საბჭოს პოლიტიკური სწავლების სკოლების ქსელის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ქსელი დღეისათვის 22 ქვეყნის სკოლას აერთიანებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42