უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო მიხეილ სააკაშვილი წერილს ასაჯაროებს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს მისწერა. ცეგოლკოს თქმით, წერილის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მან ჟურნალისტების თხოვნის, ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გათვალისწინებით მიიღო.
აღნიშნულს „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს.
„პოროშენკომ დაუშვა კიდევ ერთი დიდი პოლიტიკური შეცდომა, რაც მიუთითებს იმისკენ, რომ ის არის არაადექვატური და ძალიან შორს რეალობისგან. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მისი გუნდის მიერ იყო შექმნილი აჟიოტაჟი ამ წერილთან დაკავშირებით და დღეს როდესაც ის გამოქვეყნდა, ყველამ დაინახა, რომ აბსურდული აჟიოტაჟი იყო. ეს წერილი, რომელიც სააკაშვილმა პოროშენკოს გაუგზავნა, მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ სააკაშვილი არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, ის უფრო მაღლა აყენებს ქვეყნის ინტერესებს, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკური ბრძოლის ინტერესებს და ის მიმართავს პოროშენკოს, რომ მანაც უნდა გაითვალისწინოს, რომ უპირველესია უკრაინა და შემდეგ პოლიტიკური ინტერესები. ლეგენდები და ტყუილი, რომელიც იყო ამ წერილის გარშემო, რომ თურმე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკან დაიხია, ყველამ დაინახა, რომ იყო სრული ბლეფი, პოროშენკოს გუნდი კი კიდევ ერთხელ იტყუებოდა. ამ წერილით დადასტურდა მიხეილ სააკაშვილის ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლიანობა. ეს იყო დროული, ეს იყო წერილი, რომელიც ეკადრება მძიმე წონიან პოლიტიკოსს, რომელიც აყენებს პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებს და მიმართავს უკრაინის პრეზიდენტს, რომ ისიც ასე უნდა მოიქცეს“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან საუბრისას.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს წერილით მიმართა, სადაც სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს შეახსენებს, რომ შეცდომებს ყველა უშვებს, მათ შორის თავდაც, თუმცა ამას სახელმწიფოს ინტერესები არ უნდა გადაჰყვეს
,,ბატონო პეტრე ალექსის ძევ, ბატონო პრეზიდენტო
მიუხედავად უკანასკნელი მოვლენებისა, მე არ მაქვს აგრესიული განწყობები. თქვენ მე კარგად მიცნობთ და შესანიშნავად გესმით, რომ ჩემი დადანაშაულება ფსბ-ზე მუშაობაში არამარტო სრული აბსურდია, არამედ ძალიან ახარებს უკრაინის მტრებს. მე რა თქმა უნდა შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ ახლა, როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა დეესკალაცია და არ უნდა დავუშვათ სიტუაციის დესტაბილიზაცია.
მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე თქვენს უფლებამოსილ წარმომადგენელს და ყველაფერი განვიხილოთ მასთან. პატივისცემით“ - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






