სემეკმა ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ტარიფები დაადგინა
პოლიტიკა - 18:00, 19 Dec, 2017     1785
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 19 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფები დაადგინა.

"კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისათვის შეადგენს 4.002 თეთრს/კვტსთ-ზე; შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისათვის განისაზღვრა 1.818 თეთრით/კვტსთ-ზე.

რაც შეეხება თბოსადგურებს, შპს „ჯიფაუერის“ 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 9.431 თეთრი/კვტსთ-ით. შპს „ჯიფაუერის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის შეადგენს 44 874 ლარს/დღეზე.

შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის“ 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 8.012 თეთრით/კვტსთ-ზე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის - 383 893 ლარი/დღეზე.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ (მე-3;მე-4 ენერგობლოკები) 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფია 11.511 თეთრი/კვტსთ-ზე; ხოლო გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის მე-3 ენერგობლოკისთვის - 18 637 ლარი/დრეზე და მე-4 ენერგობლოკისთვის - 20 357 ლარი/დღეზე.

შპს „მტკვარი ენერჯის“ ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფია 11.512 თეთრი/კვტსთ, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის 2018 წლის საფასურია - 59 630 ლარი/დღეზე.

სს „საქრუსენერგოს“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისათვის განისაზღვრა 0.278 თეთრით/კვტსთ-ზე, ხოლო შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისათვის - 0.380 თეთრით/კვტსთ-ზე" - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42