„ეს პროცესი ოლიგარქების შეთქმულებაა, პუტინის, პოროშენკოს და ივანიშვილის გეგმა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ უკრაინაში სასამართლო არ არსებობს,“ - აცხადებს სააკაშვილი.
მისი განცხადებით, კვირის ბოლომდე გაიმართება სააპელაციო სასამართლოს სხდომა და ხელისუფლება პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის, რათა აღმკვეთ ღონისძიებად შინა პატიმრობა შეეფარდოს.
„არსებობს მხოლოდ დანაშაულებრივი ჯგუფი პოროშენკოს მეთაურობით, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც და უსაფრთხოების სამსახურიც. ის ერთპიროვნულად წყვეტს, ვინ დააკაონ და გაასამართლონ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, პროვოკაციებზე მიდის.
„ლუცენკოს განკარგულებით, აგროვებენ პირადი ხასიათის კომპრომატებს. ასეთი ბანდიტები და მძარცველები მართავენ დღეს უკრაინას და ჩვენ უნდა გავიღვიძოთ, ისინი გეგმავენ ჩემს დეპორტირებას ან ექსტრადირებას საქართველოში, ეს ცალსახაა და დღევანდელი პროცესიც ამის დასტურია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






