მისი თქმით, ჩანაწერი სხვადასხვა სატელეფონო საუბრებიდან არის ამოკრებილი.
მისი თქმით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და მისი დაკავება სააკაშვილთან სიახლოვის უკავშირდება.
"რომ დამიჭირეთ ბრალი სხვა მუხლით წამიყენეთ, მეორე დღეს შეცვალეთ ის უფრო მძიმე მუხლით. სხვა პირები საქმიდან ამოაგდეთ და მხოლოდ სააკაშვილი ჩასვით. აბსოლუტურად არ მესმის რის გამო მასამართლებთ, რა ფული ნახეთ ჩემთან?! პოროშენკოს საერთოდ არ ვიცნობ. აუდიო ჩანაწერის შესახებ მხოლოდ მსმენია - ის ამოჭრილია სხვადასხვა, დაახლოებით 20-მდე ჩანაწერიდან. მზად ვარ ნებისმიერი ქესპერტიზისთვის. დიახ ეს არის დამონტაჟებული ფაბრიკაცია. ერთ-ერთი ჩანაწერი დედასთან სატელეფონო საუბრიდანაა ამოჭრილი. ჩემი დაპატიმრების მთავარი მიზეზი სააკაშვილთან სიახლოვეა"- აცხადებს ბრალდებული.
მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრისთვის წაყენებულ ბრალდებას ადვოკატი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
„ჩვენთვის ეს ჩანაწერები ჯერ არ გადმოუციათ. მედიასაშუალებებიდან უკვე ჩაატარეს გარკვეული ექსპერტიზა და დაადასტურეს, რომ მონტაჟის ნიშნები არსებობს. ვიდეოზე ჩანს დანგაძის მსგავსი ადამიანი, მაგრამ ეს მასალები დაცვის მხარეს უნდა გადმოგვეცეს, რადგან ჩვენ ვერ ვატარებთ ექსპერტიზას, ვერ ვადგენთ მონტაჟია თუ არა, იგივე ეხება აუდიო ჩანაწერებსაც, აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ 2 საიდუმლო აგენტის ჩვენებას, მგლის და ბაჭიას ჩვენებებს, ეს სასაცილოა უბრალოდ და სხვა არაფერი,“ - განაცხადა ადვოკატმა.
სევერიონ დანგაძის ეპიზოდზე კიევში სასამართლოში შემდეგი პროცესი მას შემდეგ გაიმართება, რაც სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოსგან საქმე გაეგზავნება.
სწორედ ამის შემდეგ მხარეებმა მტკიცებულებები უნდა წარადგინონ, ასევე, დაიწყება მოწმეთა დაკითხვაც.
დანგაძეს გამოძიება დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობასა და უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






