თბილისის მერი გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
პოლიტიკა - 12:53, 19 Dec, 2017     1222
თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორ გიორგი ცხადაძესთან ერთად, ისნის რაიონში, გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

გუჯარეთის ქუჩაზე ამ დროისთვის, წყალმომარაგებისა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებისთანავე, ისნის რიონის გამგეობა აღნიშნულ მისამართზე, ასფალტის ახალი საფარის დაგებას დაიწყებს.

როგორც კახა კალაძემ სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გუჯარეთის ქუჩაზე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელები და წყლის მილები მთლიანად იცვლება.

„იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, მიწისქვეშა კომუნიკაციები აუცილებლად გამოიცვლება. მხოლოდ მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებისთვის დაახლოებით, 1 მლნ 700 ათასი ლარი დაიხარჯება, რის შემდეგაც, უკვე ჩვენი სამსახურები შემოვლენ და ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში, ყველანაირი სამუშაო მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები წყლისა და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ერთ კილომეტრამდე სიგრძის წყალარინების ქსელი უკვე შეცვალა. კომპანია პარალელურად, სამუშაოებს მაგისტრალურ წყალსადენზე აწარმოებს. კერძოდ, იცვლება 600 მეტრი მაგისტრალური მილი და განშტოებები.

წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წნევის რეგულატორები მონტაჟდება. საინვესტიციო პროექტის ჯამური ღირებულება 1.7 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

გუჯარეთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია 2018 წლის დასაწყისში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42