მისი თქმით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები სხვადასხვა საუბრების ნაწყვეტებისგან შედგება და არ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მტკიცებულება. ექსპერტი ამბობს, რომ ეს არ არის მობილური ტელეფონის ჩანაწერები და სავარაუდოდ, დიალოგს ან ერთ-ერთი მხარე იწერდა ან ფაილი ცენტრალური კომუტატორიდან არის ამოღებული.
ექსპერტის დასკვნით, ჩანაწერში არ არსებობს უწყვეტი 30 წამი, რაც ექსპერტიზას ხმის ავთენტურობის დადგენის საშუალებასაც არ აძლევს.
„ჩანაწერი სულ მცირე 24 ფრაგმენტისგან შედგება. ჩანს მათი შეერთების ადგილი და ის, რომ ეს ჩანაწერები სხვადასხვა წყაროდანაა მოპოვებული, ასევე ის, რომ ერთმანეთთან შეერთებულია რამდენიმე დიალოგის ფრაგმენტი. ამ ჩანაწერის მიხედვით, იმის კატეგორიული მტკიცება, რომ დასახელებული პირები ამ საუბრის მონაწილეები იყვნენ, შეუძლებელია. თეორიულად კი, აქ ნებისმიერი ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ, დაწყებული იმით, რომ სააკაშვილი ესაუბრებოდა კურჩენკოს. დასრულებული იმით, რომ ეს არ არის სააკაშვილი და ვიღაც პირი თავის ოჯახის წევრს ელაპარაკება," - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი კირილ უსკოვი
მასალის გამოყენების პირობები






