წინასაახალწო სკანდალი გორში: რუსული შოკოლადები და ამავე ენაზე გაფორმებული საახალწლო ქუდები ბავშვებისთვის
პოლიტიკა - 19:21, 18 Dec, 2017     15509
გორის კულტურის ცენტრი წინასაახალწლო სკანდალში ეხვევა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, საქმე არც მეტი არც ნაკლები ტკბილეულს ეხება, რომელიც სასაჩუქრე პაკეტების სახით, საახალწლო ღონისძიებებზე პატარებს გადაეცემა. ადგილობრივი მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურის ცენტრის ადმინისტრაციამ, ბავშვებისთვის დასარიგებლად რუსული წარმოშობის შოკოლადი და ამავე ენაზე გაფორმებული საახალწლო ქუდები შეიძინა, რაშიც ბიუჯეტიდან თითქმის ხუთი ათასი ლარი გადაიხადა. მას შემდეგ რაც საკითხით ადგილობრივი მედია დაინტერესდა, მომღერალ გიორგი ნადიბაიძის დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ ფაქტი უარყო. არა და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტიც გამოქაყვეყნა, რითიც დასტურდება რომ კულტურის ცენტრის ადმინისტრაციამ, რუსული შოკოლადი და ამავე ენაზე გაფორმებული საახალწლო ქუდები შპს 21 საუკუნესგან 4 675 ლარად შეიძინა. ნაომარ ქალაქში საკითხს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. „ნიუპოსტი“ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებს ესაუბრა.


„არსებობს უამრავი ქართული კომპანია, რომელიც გემრიე და ხარისხიან ტკბილეულს აწარმოებს. შეეძლოთ ეს შეესყიდათ და ქართული წარმოებისთის მიეცათ სტუმული. როგორც ჩანს, მათ რუსული ნოსტალგია აქვთ, საბჭოთა კავშირის.“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა ლობჟანიძე.

ოპონენტის პოზიციას არ იზიარებენ „ქართულ ოცნებაში“.

„გინდა რუსული იყვეს, გინდა აზერბაიჯანული იყვეს, გინდა თურქული, ბიზნესია. ქართველმა ბიზნესმენმა შემოიტანა რუსული კანფეტი ყიდის. ქართული პროდუქცია რომ რუსეთში გადის გადავუღობოთ გზები და დროშები გავშალოთ? უკვე სისულელეებში არიან გადასული, ადრეც სისულელეში იყვნენ და სჯობს, ნორმალური პლიტიკა აწარმოონ.“-აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი მიშა გოგინაშვილი.

აგორებული სკანდალის შემდეგ, ჩაანაცველებს თუ არა რუსულ შოკოლადებს ქართულით გიორგი ნადიბაიძე, ეს მას შედეგ გახდება ცნობილი, რაც პატარები სასაჩუქრე პაკეთებს გახსნიან. ნადიბაიძემ საკითხთან დაკავშირებით დღეს განმარტებების გაკეთება არ ისურვა, მის მსგავსად გავრცელებული ინფორმაცია, მისმა თანამშრომლებმა უარყვეს. ისინი ირწმუნებიან, რომ სასაჩუქრე პაკეტების შევსებაზე ჯერ გადაწყვეტილებაც კი არ მიუღიათ, აქვე განმარტავენ, რომ რუსული პროდუქცია ძვირადღუირებული რომ არ იყოს დაუფუქრებლად შეიძენდნენ. „მე ვინატრებდი, რომ ბიუჯეტი ისე გაგვწვდეს, სულ რუსული და მაღალი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ ჩვენს პატარებს.“-აცხადებს დირექტორის მოადგილე ნინო წიკლაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42