"მედიაპლურალიზმს საფრთხე, კორუფციულ რისკები და პრობლემები სარეკლამო ბაზარზე"- სამაუწყებლო კომპანიები მაუწყებლის შესახებ კანონზე
პოლიტიკა - 18:59, 18 Dec, 2017     1071
პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ტელევიზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ სარეკლამო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებმა განცხადებები გააკეთს. კერძო ტელეკომპანიები და სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტს უმრავლესობამ მესამე მოსმენითაც დაუჭირა მხარი.


არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები აზიანებს მედიაგარემოს და უსამართლო უპირატესობას აძლევს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ისედაც 52 მილიონი ლარით ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„ეს კანონპროექტი არის თავშივე უკვე ნათელი ნიშანი იმისა, რომ კერძო მაუწყებლები დაზარალდებიან. შესაბამისად, საფრთხე შეექმნება მედია პლურალიზმს ქვეყანაში, ვინაიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სამაუწყებლო ბაზრის დანარჩენ წილს, ანუ ნახევარს ინაწილებენ ყველა სხვა კერძო მაუწყებლები, შესაბამისად, იმ ფონზე, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამხელა დაფინანსება აქვს ქვეყნის ბიუჯეტიდან, ისე რომ მას არ უწევს ამისთვის შრომა, კანონმდებლობით იღებს ის ამ გარანტირებულ თანხას, ამ თანხის გარდა, ის უკვე შემოდის პირდაპირ კონკურენციაში სხვა მაუწყებლებთან. რაც საერთო ჯამში აზარალებს ქვეყანას, მედიაპლურალიზმს და გარემოს,“ - განაცხადა "რუსთავი 2"- ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, კერძო ტელევიზიებისთვის სასურველი გადაწყვეტილებაა, პრეზიდენტმა ვეტო დაადოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს.

„კომერციული მაუწყებლების დიდი ნაწილი, თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ეს არის უსამართლობა, ეს არის არასწორი, როდესაც ამხელა ბიუჯეტის მქონე ტელეარხი შემოდის კიდევ კომერციულ ბაზარზე და წაიღებს კერძო ტელეკომპანიების წილს. ეს განსაკუთრებით აზარალებს რეგიონულ და მცირე მედია საშუალებებს,“ - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა.

„რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუშიც თვლის, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი შეიცავს კორუფციულ რისკებს, დაანგრევს სარეკლამო ბაზარს და ვერანაირად ვერ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

"არ შეიძლება ტელევიზიას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჰქონდეს ბევრად უფრო მეტი ფინანსები, ვიდრე ყველა ტელევიზიას. ეს არასწორია. ბევრი შეცდომაა დაშვებული ამ კანონში და მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს. თუ ტელევიზიებს ექნებათ დიდი პროტესტი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მათ მოსაზრებებს გაიზიარებს. ეს კანონპროექტი არის ცუდი, შეიცავს კორუფციულ რისკებს, დაანგრევს სარეკლამო ბაზარს, მიმართულია კომერციული არხების წინააღმდეგ და ეს კანონი ვერანაირად ვერ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს",- განაცხადა ტუღუშმა.

დოკუმენტი უმრავლესობას 2 მოსმენით უკვე მიღებული აქვს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42