წულუკიანი თქმით, უწყების თანამშრომლებმა გაჩეჩილაძის მეგობარს სამართლებრივად სწორი მიმართულება მისცეს.
“რაც შეეხება უცნობის განცხადებას, მან თქვა, რომ ერთადერთ საქმეზე, ეს არის მოქალაქე ჟორდანიას საქმე, მან მთხოვა, რომ ჩვენი სისტემის თანამშრომლები ბატონ ჟორდანიას შეხვედროდნენ, რომელსაც, 90-იანი წლებიდან მოყოლებული აქვს სახელმწიფოსთან დავა. ჩვენმა თანამშრომლებმა ბატონ ჟორდანიას მოუსმინეს და მისცეს სამართლებრივად სწორი მიმართულება, თუ როგორ შეიძლება მან თავისი 90-იანი წლებიდან დარღვეული უფლებები აღიდგინოს. სხვა რომელიმე თემაზე უცნობთან კონტაქტი არ ყოფილა, რაც მან ასევე დაადასტურა.
მე მას ასევე ვუსმინე, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მომწონს ის მიდგომა, რომ ერთი რომელიღაც მინისტრი კარგია და მთავრობის სხვა წარმომადგენელი ნაკლებად კარგი, რადგან ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ჩვენი გუნდის პრინციპი არის ერთი და იგივე”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პრემიერ-მინისტრის ყოფილი მეგობარი, სახელმწიფოსა და ბიზნესკომპანიებს შორისკარტერულ გარიგებებზე ღიად ალაპარაკდა.
მომღერალი სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს და მის კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში დაუმსახურებლად გამარჯვებაში, ასევე, სხვა ავტოიმპორტიორ კომპანიებთან კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები






