ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები 2008 წელს შეიწყალა.
თავად სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს პოლიტიკურს უწოდებს და მას უნდობლობას უცხადებს. მესამე პრეზიდენტმა წინა კვირას ადვოკატები აიცილა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა.
გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ირაკლი ოქრუაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ და ოლეგ მელნიკოვმა მისცეს.
როგორც „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო უყვება, მელნიკოვმა, რომელმაც გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე უკრაინიდან ექსტრადირების შემდეგ ალაპარაკდა, აღარებითი ჩვენების სანაცვლოდ ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან გარკვეული გარანტიები მიიღო.
ჩვენი წყარო ყვება, რომ ოლეგ მელნიკოვს სასურველი ჩვენების მიღებას პროკურატურის მაღალჩინოსანი პირადად აიძულებდა, რომელიც საბოლოოდ პროკურორიც კი გახდა.
ყოფილ მაღალჩინოსანს 75 წლის დედისა და შვილის დაჭერით ემუქრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






