დიმიტრი ქუმსიშვილი “ევროკონტროლის” დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 15:31, 18 Dec, 2017     941
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის „ევროკონტროლის“ (EUROCONTROL) დირექტორატის წარმომადგენლებს ადრიან ჰეერბარტს და მაურიციო რომანინის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა “ევროკონტროლის” და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” თანამშრომლობაზე, რომლის წევრიც საქართველო 2014 წელს გახდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოში ფრენების უსაფრთხოების ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. თანამშრომელთა გადამზადების მაღალი დონე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენებული ახალი შენობები მეტ საშუალებას აძლევს სახელმწიფო კომპანიას „საქაერონავიგაციას“, შეასრულოს თავისი უმნიშვნელოვანესი მისია - დაიცვას ფრენის უსაფრთხოება საქართველოს საჰაერო სივრცეში. შეხვედრაზე აგრეთვე საუბარი წარიმართა „საქაერონავიგაციის“ როლზე ისეთი ინიაციატივის განხორციელების ფარგლებში, როგორიცაა “ერთიანი ევროპული ცა”.

„ევროკონტროლის“ მარშრუტების სააერნაოსნო მომსახურების ცენტრალური ოფისის (CRCO) დირექტორმა, “ერთიანი ევროპული ცის” პერსონალისა და ფინანსების დირექტორატის დირექტორმა ადრიან ჰეერბაარტიმ და ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მაურიციო რომანინიმ დადებითად შეაფასეს საქართველოს „ევროკონტროლში“ გაწევრიანების შემდეგ, „საქაერონავიგაციის“ 4-წლიანი მუშაობა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს, 2018 წლის სექტემბერში, საქართველოში დაგეგმილი „ევროკონტროლის“ გაფართოებული სხდომის ჩატარებაზე.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ამავე სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42