არაიდენტიფიცირებული პირუტყვი სასაკლოზე ვეღარ დაიკვლება
პოლიტიკა - 14:47, 18 Dec, 2017     1473
2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა სასაკლაოზე მიყვანილი პირუტყვი იყოს იდენტიფიცირებული და ჰქონდეს საყურე ნიშანი. საყურე ნიშანზე დატანილია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც რეგისტრირებულია ერთიან მონაცემთა ბაზაში და მოიცავს სრულ ინფორმაციას პირუტყვის შესახებ. აღნიშნული სისტემის დანერგვა ხორციელდება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად და ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას, “ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპის სრული ჯაჭვის უზრუნველყოფას, უვნებლობის სტანდარტების დანერგვას, მომხმარებელთა ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, ფერმერთა ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანიას 2017 წლის ივლისიდან ატარებს. ვეტერინარებს, სასაკლაოს წარმომადგენლებს, ფერმერებს და ხორცის დისტრიბუტორებს საკანონმდებლო სიახლის შესახებ ეცნობათ და გადაეცათ შესაბამისი საინფორმაციო მასალები. სასაკლაოს ვეტერინარებს ჩაუტარდათ შესაბამისი სწავლება. საინფორმაციო კამპანია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება. დღევანდელი მონაცემებით, 3 მილიონამდე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვია იდენტიფიცირებული. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამას (NAITS), რომელიც სისტემის დახვეწას და სრულყოფას ითვალისწინებს. კანონმდებლობა იხილეთ: http://nfa.gov.ge/uploads/other/5/5607.pdf;http://nfa.gov.ge/uploads/other/5/5589.pdf





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42