„არსებობს რაღაცეები, რომელიც მიუღებელია საერთაშორისო გაერთიანებისთვის. ბატონი სააკაშვილი კი, მსგავსი რაღაცეების გაკეთების საშუალებას აძლევს თავს. ის უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე იმ ქვეყნებში, რომლის კანონმდებლობაც დაარღვია. დღეს მასთან შეკითხვები აქვთ საქართველოშიც და უკრაინაშიც, ამიტომ საკითხი ასე დგას, მზად ხართ, რომ წაიყვანოთ? თუ მან დაარღვია კანონი და არსებობს მტკიცებულებები, ის უნდა წარდგეს საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე,“ - განაცხადა ოლენა მასორინამ.
სუამის საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის დელეგაციის წევრი ოლეგ მედუნიცია კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში აღძრულ საქმეზე გამოძიება დასრულდება.
სააკაშვილის შესახებ საუბრობს უკრაინის დელეგაციის წევრმა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში ოლეგ მედუნიცა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ, რომ ის ჩამოვიდა უკრაინაში და გვეხმარებოდა თავისი გამოცდილებით რეფორმებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ ამავდროულად მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებულიყო ჩვენთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარებით“, - განაცხადა მედუნიცამ.
თბილისში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესია იმართება.
მასალის გამოყენების პირობები






