მედიაცია, სერვისები და სააღსრულებო რეფორმა - ანგარიში ჟურნალისტებისთვის
პოლიტიკა - 12:09, 18 Dec, 2017     1005
სააღსრულებო პროცედურები, მედიაცია ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისთვის და არა სააღსრულებო სერვისები - ამ თემების შესახებ ინფორმაცია მასობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს. საინფორმაციო სემინარი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ტელე-რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართა. ღონისძიებას 30 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრებოდა.

ბიუროს თანამშრომლებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია სააღსრულებო საქმისწარმოების პროცედურებისა და იმ სერვისების შესახებ, რომელთაც აღსრულების ეროვნული ბიურო გასცემს. მათ შორის, ფაქტების კონსტატაცია და ელექტრონული მაღაზია.

მედიისთვის მოეწყო პრეზენტაცია იძულებითი აღსრულების პროცესში მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურისა და სოციალური მუშაკების ჩართულობისა და მიღწეული შედეგების შესახებ. 2017 წლის 9 თვის განმავლობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 10 ათას ერთეულამდე შეადგინა.

ბიუროს პოლიტიკა და საქმისწარმოებაში მედიაციის გაძლიერება იყო საუბრის ძირითადი თემა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან. დისკუსიის ფორმატში, ჟურნალისტების დაინტერესება, ახალმა სააღსრულებო კოდექსმა გამოიწვია. იოსებ ბაღათურიამ მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია უწყებაში დაგეგმილი სისტემური ცვლილებისა და იმ რეფორმის თაობაზე, რომლითაც ქვეყანაში თანამედროვე, ევროპული ტიპის სააღსრულებო წარმოება დაინერგება.

აღსრულების ეროვნული ბიურო მედია საშუალებებთან ყოველდღიურად ინტენსიური საქმიანი ურთიერთობის გარდა, უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, განხორციელებული რეფორმებისა და დანერგილი სერვისების შესახებ პრეზენტაციას მედია საშუალებებს ყოველი წლის ბოლოს შეხვედრისა და დისკუსიის ფორმატში წარუდგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42