„ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანად არ წარდგა“ - მსოფლიო პატრიარქი
პოლიტიკა - 10:05, 18 Dec, 2017     1209

„ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წარსდგა, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, უწმინდესმა ბართლომე პირველმა ”იმედის კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

“კრებას, როგორც ცნობილია, მრავალი წელი ვამზადებდით. ამ პროცესში ჩართული იყო ყველა მართლმადიდებელი ეკლესია. გადავლახეთ უამრავი დაბრკოლება და ბოლო შეხვედრაზე ჟენევაში, 2016 წლის იანვარში, დასრულდა მოსამზადებელი პერიოდი. ხელი მოვაწერეთ დიდი კრებისთვის მოსამზადებელ დოკუმენტებს, ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია და ყველამ ერთად შევარჩიეთ თარიღიც და ადგილიც. ერთი სიტყვით, 50-წლიანი სამზადისის შემდეგ ყველაფერი მზად იყო კრების ჩასატარებლად. გაიარა თებერვალმა, მარტმა, აპრილმა, თითქმის მაისმა და ამ თვეების განმავლობაში არანაირი შეტყობინება არ მოსულა არცერთი ეკლესიიდან. როდესაც ვემზადებოდით კრეტაზე გასამგზავრებლად, გამგზავრების წინ, ოთხმა ეკლესიამ, მათ შორის საქართველომ, უეცრად განაცხადეს, ჩვენ ვერ ჩამოვალთო. წარმოადგინეს სხვადასხვა არგუმენტი, რომლებიც არ იყო დამაჯერებელი და მოითხოვეს კრების გადადება, მაგრამ ასე შეიძლებოდა კრება კიდევ გადადებულიყო. ვინაიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვქონდა 2016 წლის დასაწისში, ვთქვით, რომ ეს იყო ნება ღვთისა და გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა კრება იმ ოთხი ეკლესიის გარეშე. თქვენ მკითხეთ, ხედავთ თუ არა რაიმე გამამართლებელს, რომ არ ჩამოვიდნენ კრებაზე. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ რაიმე დამაჯერებელ მიზეზს, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანად არ წარდგა. ეს კი არ მიაგებს პატივს მართლმადიდებლობას და არც იმ ოთხ ეკლესიას, რომლებმაც არ სცეს პატივი მართლმადიდებლობას და არც თავიანთ ხელმოწერებს ჟენევაში. ამას განსჯის ღმერთი და ისტორია! ვფიქრობ უნდა აღიარონ კრეტაზე მიღებული გადაწყვეტილებები“, - ბრძანა მსოფლიო პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42