უსაფრთხოების საკითხების განსახილველად გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ბათუმში შეხვედრებს მართავენ
პოლიტიკა - 13:39, 16 Dec, 2017     1010

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმის დემოკრატიის სკოლის EECMD კურსდამთავრებულებს და საჯარო პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს შეხვდნენ და უსაფრთხოებისა და დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ბათუმის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საპარლამენტო არჩევნების ერთი წლის შემდგომი პერიოდის შეფასებასაც - რა მივიღეთ ჩვენ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საით წავიდა პოლიტიკური პროცესი, როგორია ქვეყანაში რეფორმები, როგორია ტემპი და მოქალაქეთა ჩართულობა.

"სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ ერთი წლის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ძირითადში ხელისუფლების ნდობა დახარჯულიყო რეფორმებზე, მოხმარდა სრულიად სხვა ტიპის საკითხებზე საუბარს, რომელიც რეალურად არ იყო მოქალაქეთა დაკვეთა საპარლამენტო არჩევნებამდე.

შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ პერიოდში გაზრდილი იყოს მოქალაქეთა ჩართულობა იმისთვის, რათა ხელისუფლება უფრო მეტად იყოს ანგარიშვალდებული განახორციელოს მეტი რეფორმა, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრისთვისაა მნიშვნელოვანი", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას იმ ჰიბრიდულ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უპირისპირდება და იმ მეთოდებს შეეხნენ, რომლითაც უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს.

"მთელი ცივილიზებული სამყარო უკვე აღიარებს იმას, რომ რუსეთის ფედერაციისგან მომავალი საფრთხე არის არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ მთლიანად რეგიონის მიმართებაში.

ამ პრობლემისადმი გამკლავების გზა, პირველ რიგში ეროვნული მდგრადობის ზრდაა და ეროვნული მდგრადობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი კი პოლიტიკური პროცესი და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა.

ეს არის ის ძირითადი ინსტრუმენტია ეროვნული ძალაუფლების, რომელიც საქართველოს გააჩნია და თითოეული მოქალაქის აქტიური და ხარისხიანი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში არის ის რამაც უნდა გააძლიეროს თავისთავად ეს დემოკრატიული ინსტიტუციური მშენებლობა", - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42