საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Newsone-ს ეთერში ოჯახური ისტორია გაიხსენა. ამის შესახებ მოძრაობა „ახალი ძალების“ ლიდერმა პოლიტიკური თოქ-შოუ „უკრაინული ფორმატის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„მე მზრდიდა დიდი ბებია. მისმა ძმამ პროტესტი მოაწყო. მაშინ იგი დააკავეს, წაიყვანეს და დახვრიტეს. მეორე დიდმა ბაბუამ ხარკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა, იგი ციმბირში 25 წლით გადაასახლეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, გასულ კვირას როცა დააკავეს, იმავე საკანში მოხვდა, რომელშიც წლების წინ მოხვდა.
„როდესაც იქ მიმიყვანეს, იგივე სიტუაცია დამხვდა, ინტრუქციები, მუშაობდა იგივე კონტროლიორი. 17 წლის სტუდენტი იქ მიმიყვანეს ანტისაბჭოური ქმედების გამო. როცა ჩემს დიდ ბაბუას უკრაინაში კლავდნენ, მის ძმას კი ასახლებდნენ - იგივე სისტემა შემორჩა და ეს სისტემა კლავს უკრაინას“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






