„ჩვენ დღეს მეორე მოსმენით ვიღებთ კონსტიტუციურ კანონპროექტს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა სწორედ ოპოზიციის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ მივიღეთ უკვე ძალიან დახვეწილი დოკუმენტი კონსტიტუციის სახით, თუმცა იყო დამატებითი თხოვნები და მოთხოვნები ოპოზიციის მხრიდან, რაც გაიზიარა ვენეციის კომისიამ და ამის საფუძველზე გაგვიწია რეკომენდაცია, რომ დამატებით გარკვეული ცვლილებები აგვესახა კონსტიტუციაში. სწორედ ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად, ჩვენ შეგვაქვს ეს ცვლილებები კონსტიტუციაში, თუმცა ხედავთ, რომ დარბაზი მათ მხარეს არის ცარიელი, ოპოზიცია არ ესწრება სხდომას. ეს არის სამწუხარო რეალობა. მე მაქვს დიდი იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ იმ პროცესების გათვალისწინებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი პოლიტიკური სისტემა სულ უფრო დაიხვეწება და შვიდი წლის თავზე, როდესაც ჩვენ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, გვექნება შედეგად პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის უფრო მაღალი ხარისხი და პოლიტიკური კულტურის განვითარების უფრო მაღალი დონე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






