როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის საბიუჯეტო ხარჯვითი ნაწილი 861 მლნ ლარს შეადგენს, რასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით მიღებული 14 მლნ ლარი ემატება.
„აღნიშნულ ხარჯებში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მოვლა-შეკეთებაში 95 მლნ ლარი დაიხარჯება. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებში - 12 მლნ; სამოქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის შემადგენლობის მოდერნიზაციის მიმართულებით, ჯამში 22 მლნ ლარამდე სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალში წელსვე იქნება მობილიზებული. სწორედ ამიტომ, 2018 წლის ბიუჯეტში ეს თანხა აღარ არის მოცემული“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, მეტროსადგურების რეკონსტრუქცია-მშენებლობისთვის 11 მლნ ლარამდეა გამოყოფილი, რომელიც 2018 წლის განმავლობაში, ჯამში 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციას მოიცავს; საბაგირო ტრანსპორტის განვითარებისთვის - 7,4 ლარი დაიხარჯება; საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის კი - 28,5 მლნ ლარი.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა, განათლება, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები






