"ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ის მხარს დაუჭერს ამ ბიუჯეტს" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 17:15, 15 Dec, 2017     1348
თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროფესიონალების გუნდთან მას აქვს შემუშავებული ისეთი პროექტები, რომელიც ქალაქს განვითარებაში დაეხმარება.

„დღეს მე აქ ვიმყოფები როგორც დედაქალაქის მერი და ჩემს გუნდთან ერთად წარმოვადგენ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტს. თუმცა, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კარგად ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს აქტუალურია ქალაქისთვის, რომელიც აწუხებს თბილისს, თბილისელებს. რა თქმა უნდა ეს პრობლემები გვაწუხებს ჩვენც.

მხედველობაში მაქვს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, საცობები, მოუწესრიგებელი პარკინგი, უსახური და ხშირად კანონდარღვევით მიმდინარე ქაოტური მშენებლობები, სოციალური პრობლემები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ცხოველთა დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

თითოეული ჩვენგანი არის მოტივირებული იმ უდიდესი პასუხსიმგებლობით ქვეყნის დედაქალაქის წინაშე, რომელიც არა მარტო ჩვენმა ამომრჩეველმა დაგვაკისრა, არამედ შინაგანი ვალდებულება, მორალი და თბილისის, ამ ქვეყნის სიყვარული გვკარნახობს.

რასაკვირველია, არსებული პრობლემების ფონზე კარგად გვაქვს თითოეულ ჩვენგანს მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, და პირადად მეც კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა იყო დედაქალაქის მერი.

ჩვენ მთელი წინასააარჩევნო და მანამდეც-მოსამზადებელი პერიოდი, დეტალურად ვსწავლობდით თბილისის მტკივნეულ საკითხებს, პროფესიონალებთან ერთად გავდიოდით მთელ რიგ თემებს და ყველაფერზე გვაქვს დამუშავებული, გათვლილი ხედვები. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ რევოლუციური გარდასახვები შევიტანოთ ქალაქის განვითარებაში და წინსვლაში.

პროფესიონალების ჩართულობით შევიმუშავეთ ჩვენი ქალაქის განვითარების ახლი გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამის სახით და დედაქალაქის მცხოვრებლებმა, თბილისელებმა მაღალი ნდობა გამოუცხადეს ჩვენს საარჩევნო პროგრამას.

ეს არის ის პროგრამა, რომელიც თბილისს ნამდვილად აქცევს სიცოცხლით სავსე ქალაქად და ჩვენ მერიაში შესვლის პირველივე დღიდან აქტიურად დავიწყეთ ამ პროგრამის აღსრულება.

თბილისელების მხარდაჭერილ პრიორიტეტებზე დაყრდნობით ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ახალი ბიუჯეტი. დღეს ჩვენ გთავაზობთ ბიუჯეტს, რომელიც არა ჩემს, ჩემი თანაგუნდელების, ან რომელიმე კონკრეტული ჯგუფის სურვილებზეა აგებული, არამედ ორიენტირებულია თბილისის განვითარებაზე და წინსვლაზე.

არსებულ მოცემულობაში ბიუჯეტის პარამეტრები ოპტიმალურად იქნა გადანაწილებული. მე დარწმუნებული ვარ, ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ის მხარს დაუჭერს ამ ბიუჯეტს. მხარს დაუჭერს არა იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტს წარმოადგენს კახა კალაძე, ან რომელიმე კონკრეტული პირი, არამედ იმიტომ,რომ ეს არის ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაგვიყვანს" - განაცხადა კახი კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42