ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიული ხედვა მეცნიერებათა აკადემიაში განიხილეს
პოლიტიკა - 16:51, 15 Dec, 2017     1202
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებსა და მიდგომებზე იმსჯელეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, სადაც აკადემიის წევრ მეცნიერებს მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიული ხედვა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გააცნო.

გიორგი ხანიშვილმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე წელს გატარებულ ღონისძიებებზე, მიღებულ შედეგსა და სამომავლო გეგმებზე. ხაზგასმით აღინიშნა სამეცნიერო წრეების ჩართულობის მნიშვნელობა. ამ მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს მეცნიერებთან.

„საინტერესო შეხვედრა გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. საქართველოს აგრარული სექტორი რთული გამოწვევის წინაშე დგას. მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა - სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, თავად მოსახლეობის მონაწილეობა არის უმნიშვნელოვანესი. სახელმწიფო შემუშავებული სტრატეგიული ხედვის შესაბამისად გააგრძელებს მასშტაბურ ღონისძიებებს, მონიტორინგს და საინფორმაციო კამპანიას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ შეხვედრას აკადემიის წევრი მეცნიერები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის, ბიზნესსექტორის, ასოციაციების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გაიმართა დისკუსია.

მავნებელთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრები შემდგომშიც გაგრძელდება.

2017 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მიერ 110 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იყო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც მავნებელთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტიანია.

პრეპარატი 90-იანი წლებიდან არის რეგისტრირებული და გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2010 წლიდან რეგისტრირებულია საქართველოში. სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი მასიურად არის გავრცელებული, დაახლოებით 230 ათას ოჯახს პრეპარატები, ფერომონები და საინფორმაციო მასალები უსასყიდლოდ გადაეცა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, REAP-ის მხარდაჭერით დაიბეჭდა და გავრცელდა 700 ათასზე მეტი საინფორმაციო ბროშურა. შეიქმნა მავნებლის მონიტორინგის სისტემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42