კვენტინ დოლმა თავის მრივ, ქალაქის მერს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიისა და საქართველოში ამერიკის ჯარების ევროპული სარდლობის მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტები გააცნო. აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში ჰუმანიტარული კუთხით სხვადასხვა აქტივობებს, ახორციელებს, რომელიც ძირითადად საგანმანათლებლო შენობების, მათ შორის - სკოლების, ბაღების შენობებების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, უსახლკარო პირთა თავშესაფრების აღჭურვას, ასევე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს მოიცავს.
დღესვე სტუმრებმა „რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრიც დაათვალიერეს, რომელშიც ინკლუზიურ განათლებას 150-მდე ბენეფიციარი იღებს. ვიზიტის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სპეციფიკის გათვალისწინებით, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები






