„ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნაში უდიდესი პატრიოტული და ინტელექტუალური ღვაწლი უნივერსიტეტს მიუძღვის“ - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 13:52, 15 Dec, 2017     1107
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერთან, დედაქალაქის მერთან, ხელისუფლების და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიებას დაესწრო.

გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, "ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" აღდგენას საჭირო, მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული გადაწყვეტილება უწოდა და უნივერსიტეტის დაარსების დღე მიულოცა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ისევე როგორც უნივერსიტეტი, მომავალ წელს პირველი ქართული რესპუბლიკაც 100 წლის გახდება და ამ თარიღზე ფიქრისას მნიშვნელოვანია დავინახოთ ჩვენი წინაპრების ადეკვატურობა რეალურ პერიოდთან მიმართებაში, რადგან ისინი გამოყოფდნენ იმ ძირითად, განსაკუთრებულსა და მამოძრავებელ იდეებს, რომელიც კაცობრიობისათვის იყო მთავარი და ფუნქციური.

პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი პროგრესული გადაწყვეტილება იყო სწორედ ქვეყნის, სახელმწიფოს რესპუბლიკის ფორმით დაარსება და პირველი ქართული უნივერსიტეტის დაფუძნება.

"ჩვენი წინაპრების უნარმა, იყო ადეკვატური და პროგრესული, მისცა სტიმული და შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას ეპასუხა მნიშვნელოვანი და დიდი გამოწვევებისათვის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ამ გამოწვევების გამკლავებასა და დაძლევაში, ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებული ფუნქცია შეასრულა ქართულმა უნივერსიტეტმა და ფუნდამენტი ჩაეყარა იმ პატრიოტულ სულისკვეთებას, რომელსაც უნდა მოეტანა ახალი დამოუკიდებლობის აღდგენა, შეექმნა ახალი თაობა, რომელიც იტვირთავდა ქვეყნის მომავალ მართვას, აქედან ანათებდა იმედი დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა.

"როცა ვსაუბრობთ იმ ღვაწლზე, რომლითაც შეიქმნა ახალი სახელმწიფო, უდიდესი ინტელექტუალური, ემოციური და პატრიოტული წვლილი, სწორედ უნივერსიტეტზე მოდის",-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების წევრობა ხელმოწერით დაადასტურა.

თსუ-ში ასევე გაიმართა "ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" დაფუძნებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 1917 წელს დაარსებული ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების კრებისა და მმართველი ორგანოების ოქმები, საზოგადოების წევრთა სიები, შემოწირულობის დავთრები, დებულება, ამ საზოგადოების წევრებთან ფოტოპორტრეტები და ახლად დაარსებული უნივერსიტეტის ბეჭედი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42