საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული კონსტიტუციის მე-18 მუხლი იცვლება, აღნიშნულის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავენ.
”გუშინ საღამოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან დამატებითი განხილვები შედგა. შევჯერდით გარკვვეულ პოზიციაზე. იუსტიციის სამინისტროს პირვანდელი შემოთავაზება იყო, რომ ჩვენ შემოგვეღო ე.წ. სამწვეროვანი ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადმოდის ევროკონვენციის სტანდარტი, თუმცა ამით ჩარევის საფუძველი ფართოვდება, რაც პირადად ჩემთვისაც არის მიუღებელი, ისევე როგორც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისათვის. რჩება ცალსახად ოთხი პირობა, რომელიც ინფორმაციის გასაჯარეოებას გამორიცხავს. ეს არის: - სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. უფრო მეტიც, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის, ინფორმაციის აღიარების პირობები და საფუძვლები. იყო საუბარი და აზრთასხვადასხვაობა სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომ სამართალწარმოების ინტერესებს საფრთხე არ შექმნოდა და ეს ინტერესიც არის ასახული ახალ რედაქციაში”, - განაცხადა კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
მასალის გამოყენების პირობები






