მიუღებელია ჩვენი გუნდის მიმართ ბრალდებები და მითუმეტეს, შეურაცხყოფა - გიორგაძე "უცნობს" პასუხობს
პოლიტიკა - 11:42, 15 Dec, 2017     1628
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძისთვის გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებები მიუღებელი და შეურაცმხყოფლია.
"ჩვენს გუნდში გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას. იმაზე მეტის თქმა, რაც პრემიერმა ბრძანა ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ შეუძლებელია. პირადად ჩემთვის ასევე მიუღებელია ასეთი ბრალდებები ჩვენი გუნდის მიმართ და მითუმეტეს შეურაცხყოფა, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ეთერში. თუმცა როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერ მოქალაქეს სრული უფლება და საშუალება აქვს, მიმართოს შესაბამის უწყებებს გარკვეული კითხვების ქონის შემთხვევაში და ამ უწყებებმა შესაბამისი დასკვნები უნდა დადონ",- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება სასწრაფო დახმარების მანქანებზე გამოცხადებულ ტენდერს, სადაც „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მისცეს და მანქანები უფრო ძვირად, მისი კონკურენტისგან იყიდეს.

სასამართლოს გარდა, მთვარობაში უკანონო გარიგებების შესახებ საქმეების შესწავლას იწყებს კონკურენციის სააგენტო. ნოდარ ხადურის უწყებამ ერთ თვეში უნდა დადოს დასკვნა, ხდება თუ არა სპორტის მინისტრის კომპანიების ლობირება და სხვა ავტო იმპორტიორების ჩაგვრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით „სიტროენის“ სარჩელზე სასამართლოში დავა უკვე მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ კონკურენციის სააგენტოსაც მიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42