საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს
პოლიტიკა - 11:16, 15 Dec, 2017     926

“ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის” განხილვაში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა. როგორც ლევან დავითაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები დარგის რეფორმირებისა და ინსტიტუციური მოწყობის პროცესში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ღვინის სექტორში, ახალი სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბებაზე. ამავე დროს ღვინის მართველობით რგოლის რეორგანიზაციის და რესტრუქტურიზაციაზე დარგის მეტი ჩართულობის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღვინის სააგენტოს რეფორმირება შეიძლება მოხდეს. ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოზიციების გათვალისწინება, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია, ამიტომ სამუშაო პროცესი წელიწადზე მეტია მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მოხსენებით ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი გამოვიდა და „ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის “მიზანზე ისაუბრა. გიორგი სამანიშვილის განცხადებით, არსებული პროექტის მეშვეობით, მეღვინეობის დარგის შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კი კერძო სექტორის უფრომეტი ჩართულობა მოხდება.

“ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტში“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწვეული, მეღვინეობის დარგის საერთაშორისო ექსპერტი ჯონბარ კერი მონაწილეობს, რომელიც განხილვის მიზნით, საქართველოს უკვე მესამედ ეწვია.

აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია FAO.

შეხვედრა სასტუმრო „Tbilisi Marriott“-შიგაიმართა და მასში მეღვინეობის დარგში დასაქმებული კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ: ასოციაცია „ქართული ღვინო“, „კახეთის მეღვინეთა გილდია“, „ქვევრის ფონდი“, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და სხვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42