„თავისუფლება არის რეალობის გააზრება და მომავლის გააზრებული ღირებულებებით დაგეგმვა“ - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 19:59, 14 Dec, 2017     1252

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე".

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში საზოგადოების როლზე და საზოგადოების მიერ ხელისუფლებისათვის შემკვეთის ფუნქციების შესრულების საჭიროებაზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, რომლის შემდეგ უკვე 100 წელი გავიდა, დღეს მივისწრაფვით თავისუფლებისაკენ. თავისუფალი იქნება ერი, როცა გაიაზრებს რა რეალობაში ცხოვრობს, რა არის მისი რეალობა და გეგმავს საკუთარ მომავალს საკუთარი გააზრებული ღირებულებებით. თუ არ ვიცით თავისუფლების არსი, ვერ გამოვიყენებთ მას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დემოკრატია არის მმართველობის ის ფორმა, როცა ხელისუფლება ხალხის ხელშია და დაცულია ყველა ინდივიდის უფლება.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ რეალობაში, ხშირად ასე არ ხდება, საზოგადოება არ ხდება რეალური მმართველი ხელისუფლებისა და მიმდინარე პროცესისა, ხდება ადამიანის უფლებების ნიველირება, რაც გადაიზრდება მმართველობის სხვა ფორმაში და ვიღებთ ტოტალიტარიზმს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული მმართველობისას მოქალაქეა ხელისუფლების საქმიანობის შემკვეთი, როგორ მართოს სახელმწიფო, როგორ დაიცვას მისი უფლებები.

"თუ მოქალაქეები, თქვენ ხელში არ აიღებთ მმართველობის იარაღს, არ გახდებით ხელისუფლების კვალიფიციური შემკვეთი და მაკონტროლებელი, ეს ქმნის საშიშროებას, რომ თქვენი ინტერესები გამოყენებული იქნას თქვენივე წინააღმდეგ.

რამდენადაც მცოდნეა ამომრჩეველი შეკვეთაში, დავალების მიცემაში, რომლითაც ის მიმართულებას აძლევს ხელისუფლებას...ეს არის სწორედ ის ხარისხი, ის უნარი, რომელიც ჩვენს ყოფას განაპირობებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დღეს, როცა ვხედავთ ამომრჩევლის დაკვეთას, ვერ ვხედავთ ნათელ, გამოკვეთილ სურვილს იმაზე, თუ რას ვავალებთ მმართველებს. ამიტომ ხშირად ხელისუფლება, რომელსაც უკვე აქვს მინიჭებული მანდატი, ამ მანდატს იყენებს საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებებისამებრ და თავს ახვევს საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებებს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, კვალიფიციური შემკვეთისა და შეკვეთის გარეშე ვერ შედგება დემოკრატია. დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველი არის საზოგადოების ნათელი დაკვეთა რა სურს მას და მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს, რომ დემოკრატია აქციოს თავისუფლებად და არა მონობად.

"როდესაც გავიაზრებთ ჩვენს სურვილებს და ღირებულებებს, და გავიაზრებთ დაკვეთას ხელისუფლების მიმართ, გავიაზროთ ის დავალებები და სურვილები, რასაც ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკოსებისაგან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42