მაკა ჩიჩუამ შშმ პირების "მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერების შესახებ“ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა
პოლიტიკა - 16:41, 14 Dec, 2017     1118
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს პირველი ლედის მონაწილეობით „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

8 თვიანი პროექტი პირველი ლედის პატრონაჟით „კოალიციმ მოძრაობა ცვლილებებისთვის“ განახორციელა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობელთა ორგანიზაციებს აერთიანებს.

პროექტის ფარგლებში, კოალიციამ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში შშმ პირთა მშობელთა თემთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან იმუშავა შშმ პირების მშობელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების საშუალებით, რომელიც ჩატარდა შშმ პირთა უფლებების და კონვენციის შესახებ, მშობელთა როლთან, ადგილობრივ და ცენტრალურ სახელმწიფო პროგრამებთან, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადვოკატირებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას განცხადებით, ეს გრძელვადიანი პროექტი უმნიშვნელოვანესია ამ საჭიროებების მქონე პირებისათვის, რადგან გულისხმობს მშობელთა ინფორმირებას მათ უფლებებთან და კონკრეტულ სერვისებთან დაკავშირებით და ასევე ბავშვების ადრეული განვითარების ხელშეწყობას.

„ჩვენი ამოცანა ძალიან ზუსტი იყო. პირველი ნაბიჯი გადადგმულია ეფექტურად და ძალიან დიდი იმედი მაქვს, არ გაჩერდება ეს მოძრაობა, რადგან, როგორც კი პატარა პაუზა გაკეთდება, ყველაფერი შეჩერდება და თავიდან დასაწყები იქნება. ამიტომ ჩვენ ეს გათვლილი გვაქვს გრძელვადიან, ძალიან აქტიურ სვლაზე, რომ მივიღოთ ის შედეგები რისთვისაც ვიარეთ მთელ საქართველოში“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

კოალიციის ხელმძღვანელის ლია ტაბატაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდა მშობელთა საინიციატივო ჯგუფების ფორმირება, შეიქმნა 1 რეგისტრირებული ორგანიზაცია სიღნაღში, დამყარდა კავშირები მშობელთა თემსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს შორის. მუნიციპლიტეტისათვის შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები 2018 წლის პროგრამებთან დაკავშირებით, ბაღებში ადრეული განვითარების სერვისის ინტეგრირებასთან, სახელობო და სპორტულ წრეებში შშმ ბავშვებისათვის ქვოტების გამოყოფასთან, მშობელთა ვალდებულებებზე სოციალური დახმარების მიბმასთან დაკავშირებით.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე გაწეული სამუშაოს შედეგები წარმოადგინეს ადგილობრივი თვითმმარელობებისა და და მშობელთა წარმომადგენლებმა სიღნაღის, ბოლნისის, ჭიათურის, საჩხერის, ოზურგეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42