სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქმიანობა სამოქალაქო სექტორთან შეაჯამა
პოლიტიკა - 15:07, 14 Dec, 2017     1172

სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული “სამოქალაქო დარბაზის“ მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტებზე. “მიმდინარე წელი არის მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და, განსაკუთრებით, მცენარეთა დაცვის მიმართულებით. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განხორციელებული საქმიანობა სამოქალაქო სექტორთან ერთად შეაჯამა. ჩვენ სამუშაო ფორმატში განვიხილავთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს. აღნიშნული ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ეფექტიანად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა,“ - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სხდომას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები, საზოგადოებრივი სექტორის, სამეცნიერო წრეების, დარგობრივი ასოციაციების და მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სამოქალაქო დარბაზის“ წევრების მიერ დასმული საკითხები სამუშაო ფორმატში განიხილეს თემატურმა ჯგუფებმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. სააგენტოს წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების, სურსათის უვნებლობის სტანდარტების და სახელმწიფო კონტროლის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ვაქცინაციის და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების საკითხებზე და ახალ რეგულაციებზე.

„სამოქალაქო დარბაზის“ სხდომა ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით ჩატარდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული საკონსულტაციო ორგანო - „სამოქალაქო დარბაზი“ 2013 წელს შეიქმნა და მასში ექსპერტები, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42