ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია დღეს წყალმომარაგების კომპანიებისა და ენერგო-პრო ჯორჯიას საინვესტიციო გეგმებზე იმსჯელებს. „ჯი ვი პი-ს“ წარმომადგენლის განცხადებით კომპანია გეგმავს რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიციის განხორციელებას, აღნიშნულით კი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას:
„მნიშვნელოვანი პროექტები საინვესტიციო კუთხით არის ის, რომ წყალმომარაგების სექტორში კომპანია იმსჯელებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით. საიმედოობის მიწოდების გაუმჯობესების თვალსაზრისით და მომსახურების ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროექტებზე მოსახლეობისათვის. რაც შეეხება უშუალოდ სატარიფო საკითხებს, ამ ეტაპზე ტარიფებთან დაკავშირებით რაიმეს თქმა შეუძლებელია,“-განაცხადა სემეკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან ბერიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






