დედაქალაქის მერი კახა კალაძე გუშინ თავისუფლების მოედნიდან facebook - ლაივით ჩაერთო, სადაც მან საახალწლოდ დაგეგმილ აქტივობებსა და საახალწლო განათებებზე ისაუბრა. კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პარტიული უწოდა და აღნიშნა, რომ ამ მედია საშალებას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის უფლებას არ მისცემს:
“პარლამენტის წინ არის ნამდვილად მთავარი ნაძვის ხე და არა ის, რაც ერთ-ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ დღეს გააჟღერა. 15-ში იქნება ოფიციალურად საახალწლო განათებების ჩართვა. ძალიან კარგია ის, რომ არსებობს ფეისბუქის, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტულ პარტიუ ტელევიზიებს არ მივცეთ საშუალება, დედაქალაქის მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. გაჟრერდა დიდი ტყუილი, თიტქოს თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხე განათებულია „ქართული ოცნების“ ფერებში, უამრავი პროექტები გვაქვს დაგეგმილი, მართლაც ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება მომდევნო წების განმავლობაში, მესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სიამოვნებს ეს ყველაფერი და ცდილობენ სისულელეები მოიგონო ახალ წელტან დაკავშირებით. არ მივცემ პარტიულ ტელევიზიას, რუსთავი 2-ს იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში, დასრულდა ის დრო, როცა ტელევიზიები იდო ერთი ადამიანის ჯიბეში“, - განაცხადა კახა კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






