2012 წლიდან საჯარო მოსამსახურეების მიერ სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ 382 სარჩელია შეტანილი - საია
პოლიტიკა - 11:20, 14 Dec, 2017     1285

2012 წლის იანვრიდან 2017 წლის ნოემბრამდე საჯარო მოსამსახურეების მიერ სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ 382 სარჩელია შეტანილი. ამის შესახებ ცნობილი ახალგაზრდა იიურისტთა ასოციაციის კვლევიდან ხდება. კვლევის ”საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქის წინააღმდეგ” პრეზენტაცია საიამ დღეს გამართა.

როგორც საიას კვლევიდან ჩანს 382 სარჩელიდან 368 სარჩელი საკარო მოხელეებმა წარადგინეს, 319 სამინისტროს, ხოლო 49 თვითმმართველი ქალაქის წინააღმდეგ, 14 სარჩელი კი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა, მათ შორის 2 იყო სამინისტროს წინააღმდეგ, 12 კი თვითმმართველი ქალაქის.

კვლევის პერიოდში 153 საქმეზე დასრულდა წარმოება და კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო 166 საქმის განხილვა კვლავ მიმდინარეობს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში.

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებიდან საიას ინფორმაციით სამინისტრომ სრულად და ნაწილობრივი დააკმაყოფილა 83 საარჩელი, არ დააკმაყოფილა 61, მორიგებით დასრულდა 4, წარმოება შეწყდა 40 შემთხვევაში, ხოლო მოსარაჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო განუხილველი დარჩა 19 საქმე.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკანონოდ გათავისუფლებული 25 საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა დაველა 5 სამინისტროს, მათ შორის შსს-ს, თავდაცვის უწყებას, გარემოსა და ბინებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამინისტროს. 25 საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა დაევალა თვითმმართველ ქალაქებსაც, მათ შორის 8 ქუთაისის მერიას, 6 თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს 5, ფოთის მერიას - 5, რუსთავის მერიას - 1.

სასამართლოს გადაწყვეტილებით სამინისტროებმა და თვითმმართველმა ქალაქებმა სულ ჯამში განაცდურის სახით გადაიხადეს 652 269 ლარი, სამინისტროებმა 27 საჯარო მოხელეს აუნაზღაურეს განაცდური სულ 373 038 ლარის ოდენობით, თვითმმართველი ქალაქების მიერ საჯარო მოსამსახურეებისთვის გადახდილი განაცდურის ოდენობაა 279 231 ლარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42