,,იუსტიციის მინისტრის განცხადება სრულ წინააღმდეგობაშია, როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ასევე ევროპის საბჭოს შეფასებებთან“
პოლიტიკა - 19:15, 13 Dec, 2017     1126
სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება ,,რეფორმატორების“ ლიდერი ირაკლი ღლონტი:

,,ერთი მხრივ ევროპის საბჭოს ანგარიში - ,,ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში’’, რომელიც მომზადებულია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთან მიმართებით განმარტავს, რომ სახეზე გვაქვს პოზიტიური ტენდენციები, კერძოდ, დადებითად ფასდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის რეფორმები, იგივე არასაპატიმრო სასჯელების დანარგვის კუთხით და ა.შ. აქაც თავს გვახსენებს ევროპულ სტრუქტურებში არაერთხელ სირცხვილნანახი იუსტიციის მინისტრი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქართველოში გვყავს 20 000-მდე პატიმარი.

ჯერ კიდევ 2015 წელს, ევროპის საბჭოს მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით საქართველოში სულ 10 242 პატიმარია რეგისტრირებული, აქედან 54 არასრულწლოვანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე მოდის 274 პატიმარი. ეს რიცხვიც კი არსებითად მაღალია ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან , სადაც 100 000 მოსახლეზე 115 პატიმარი მოდის და მიუხედავად ამ ნეგატიური მონაცემებისა, საბჭო ლოიალური იყო შეფასების დროს და პოზიტიურად აფასებდა ტენდენციებს.

იუსტიციის მინისტრის განცხადება სრულ წინააღმდეგობაშია, როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე ხელისუფლების ინტერესებთან და შეუსაბამოა ევროპის საბჭოს შეფასებებთან, რომელიც მის ყველა ბოლო აგარიშში აღინიშნავდა პენიტენციურ სისტემაში რეფორმების სწორ სტრატეგიულ ხედვას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.

ქართული სახელმწიფო ინტერესების, ეკონომიკის, მართლმსაჯულების სისტემის, კონსტიტუციური ორგანოების - პარლამენტისა და ომბუდსმენის ინსტიტუციების, მედიის თავისუფლების, ევროპული სასამართლოს და უკვე ევროსაბჭოს საწინააღმდეგო პოზიციების მქონე იუსტიციის მინისტრი ისევ დიდი ხანი უნდა გვყავდეს მთავრობის კაბინეტში ? იქნებ დადგა ცვლილების დრო ! მგონი გადაიღალა ან სხვა ქვეყნის მთავრობის ინტერესებს წარმოადგენს !“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42