"ივანიშვილის ოჯახის ახლობელი ბრძანდებით, ამიტომ შეირჩა თქვენი კანდიტაურა"- ოპოზიცია ფინანსთა მინისტრს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 19:17, 13 Dec, 2017     2825
საპარლამენტო ოპოზიცია ფნანსთა მინისტრისგან საბიუჯეტო სახსრების განაწილების შესახებ განმარტებებს ითხოვს.

ბახტაძე და ხელისუფლება დღეს საკანონმდებლო ორგანოში არაერთხელ გააკრიტიკეს.

სხდომაზე სადაც 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, არსებობს თუ არა სხვა მიზეზი, გარდა ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობისა, რის გამოც მამუკა ბახტაძე დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე.

„იქნებ ერთი მიზეზი მაინც დაგვისახელოთ, ყველაზე ცნობილი მიზეზის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი ბრძანდებით, რის გამოც თქვენი კანდიდატურა შეირჩა ამ პოსტზე. ეს ერთი კითხვა. და მეორე კითხვა, თუ შეიძლება რომ გვითხრათ, რა ინფორმაცია გაქვთ იმ ცნობილ დავასთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე ორი დღეა ვისმენთ ტელევიზორში. ეს ეხება გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებებს,“ - მიმართა სხდომაზე ირმა ნადირაშვილმა მამუკა ბახტაძეს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კი საქართველოს რკინიგზის შესახებ დასვა კითხვა. რომან გოცირიძემ მინისტრს მიმართა რატომ შემცირდა მისი ამ სამსახურის ხელმძღვანელობის დროს გადაზიდვები.

„თქვენ მიწა გადაეცით მთავრობას, მთავრობამ მოგცათ 80 მილიონი, ასე ვთქვათ გაქვითეთ და სინამდვილეში მინუს 20 მილიონი ზარალი გექნებოდათ, რომ არ ყოფილიყო ეს. თქვენ ტვირთბრუნვის შემცირება ახსენით იმით, რომ თურმე ნავთობი წავიდა მილსადენში. რომელ მილსადენში წავიდა? ბაქო-თბილისი-ჯეიჰანში წავიდა? აზერბაიჯანიდან რაღაც ნავთობი დააკლდა რკინიგზას? რა რაოდენობის ნავთობი დააკლდა?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით 2010 წელს ხელმოწერილი ვალდებულება იყო და მას ამის ახსნა არ უნდა უწევდეს.

„ჩვენ არ მიგვიღია თანხა ამაში ბატონო რომან, როგორც საქართველოს რკინიგზას. ეს იყო ვალდებულება 2010 წელს ხელმოწერილი, რომ საქართველოს რკინიგზა დააბრუნებდა იმ მიწებს სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომელსაც არ იყენებდა თავსი ექსპულატაციისთვის. ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვქონდა, საქართველოს რკინიგზას და დავუბრუნეთ სახელმწიფოს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42