„დააშინე ან მოისყიდე, სააკაშვილთან კი არცერთი ჭრის, პოროშენკომ ყველა წითელი ხაზი გადალახა“ - დიმიტრი შაშკინი
პოლიტიკა - 15:30, 13 Dec, 2017     2228

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმე - მიხეილ სააკაშვილის დაკავება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, უკრაინის სასამართლომ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის ოლიგარქი პრეზიდენტის სურვის ეწინააღმდეგებოდა, სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის გვერდით კი ხალხი იდგა. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პოროშენკო ვერ ხვდება იმ ფაქტს, რომ მისი მთავარი პრობლემა სწორედ ხალხია და არა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხალხის გვერდით დგას:

„უკრაინაში ბრძოლა გადავიდა ფინალურ სტადიაზე, ყველა ხიდი არის დამწვარი, პრეზიდენტმა პოროშენკომ ყველა ის წითელი ხაზი გადალახა, რომლის გადალახვაც შესაძლებელი იყო. სახელმწიფო მონოლითი, რომლითაც ამაყობდა პოროშენკო, არის დანგრეული. ავაკოვი მაქსიმალურად ცდილობს, დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია, სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც პოროშენკოს არ სურდა, უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო არის მუდმივ ჭიდაობაში პროკურატურასთან, ამ წუთისათვის პოროშენკო დარჩა სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და პროკურატურის ამარად. როგორც ჩანს, უკვე აღარ არსებობს სახელმწიფო მონოლითი, უკრაინის ელიტაში არის სერიოზული ბზარები და ეს არის სააკაშვილის ბრძოლის შედეგი. პოროშენკომ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა, მან ჩათვალა, რომ მისი მთავარი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი. პოროშენკოს მთავარი პრობლემა კი არის ხალხი, ხალხი რომელსაც ძარცვავს. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც დგას ხალხთან, პროროშენკო კი ვერ იაზრებს, რომ მისი მთავარი პრობლემა არის ხალხი, რომელიც დაიღალა. მიხეილ სააკაშვილი არის პრობლემის ვიზუალიზაცია, პოროშენკო ვერ ხვდება, რომ ეს პირადული დაპირისპირება არ არის.

პოროშენკო არის მიჩვეული კონკრეტული მეთოდებით მუშაობას, ის არის მიჩვეული იმას, რომ ოპონენტი ან უნდა დააშინო, ან მოისყიდო, უკრაინის პოლიტიკა მიდის ამ გზით ბოლო 20 წლის განმავლობაში. არც ერთი და არც მეორე მოდელი სააკაშვილთან არ ჭრის, ეს კი ვერ გაიაზრეს. როდესაც არც ერთმა მეთოდმა არ იმუშავა, მათი კრეატიულობა ჩიხში შევიდა და არ იციან რა გააკეთონ“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42