საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში საქართველოში მის შესაძლო ესტრადირებაზე, პოროშენკო-პუტინსა და იულია ტიმოშენკოსთან ურთიერთობაზეხც ისაუბრა. სააკაშვილის თქმით,
"სააკაშვილი ციხეში - ეს საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა, რაც შეიძლებოდა ვლადიმირ პუტინს მიეღო.
მე უკვე რამდენიმე წელია საფრთხეს ვგრძნობ, მაგრამ ეს არ მაშინებს, მივეჩვიე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი საფრთხეში ვართ, სანამ ასეთო სიტუაციაა. სანამ ხალხი დაუცველია, სანამ უკრაინა შიგნიდან ძალიან სუსტია, სანამ უკრაინას მტერი შიგნით ყავს და სანამ მტერი ელოდება, როდის დავესხმევით თავს ერთმანეთს. მაგრამ ამის საბაბს ჩვენ არ მივცემთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება და ეს შუალედური ეტაპია.
" ვიცი, ვისთან მაქვს საქმე. ისიც ვიცოდი, რაზე მივდიოდი, როდესაც მათ დავუპირისპირდი და სიმართლე ვთქვი" - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა "ბატკივშინას" ლიდერთან, იულია ტიმოშენკოსთან პოლიტიკური კავშირის არსებობა უარყო.
„მე იულია ტიმოშენკოსთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. მაგრამ მე მას დიდ პატივს ვცემ, რადგან გადამწყვეტ მომენტებში მან სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია დაიკავა, მიუხედავად იმისა, რას ამბობენ მის წარსულზე. საქმიანობაში არის რაღაცები, რასაც არ ვეთანხმები. ისევე როგორც ბევრს ჩემი წარსული საქმიანობაც არ მოსწონს, მაგრამ როდესაც მე უკრაინაში ვბრუნდებოდი, იულია უსამართლობას წინ აღუდგა და იგივე გააკეთა ახლა სასამართლოზეც. ამის არდაფასება მე არ შემიძლია. იქ იყვნენ სხვა დეპუტატებიც. ბევრ რამეში მათ არ ვეთანხმები, მაგრამ არ შემიძლია არ დავაფასო ის, რომ ისინი უსამართლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ“ - დასძინა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






