როგორც "ნიუპოსტს" „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ უთხრა, ხოკრიშვილი კორუფციული გარიგებების გამო ციხეში უნდა იჯდეს.
„ელგუჯა ხოკრიშვილი არის ერთ-ერთი იმ კორუმპირებული ჩინოვნიკთაგანი ღარიბაშვილის მთავრობიდან, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს. ძალიან ბევრი მასალა მაქვს გამოქვეყნებული, „ატკატებით“ რამდენ ფულს იღებდა ის ტენდერებისგან. ინფრასტრუქტურის სამინისტროში მისული ნოდარ ჯავახიშვილიც იკვლევდა, ხოკრიშვილის საქმიანობას, მაგრამ როგორც ჩანს, საშუალება არ მისცეს, ბოლომდე მიეყვანა ეს საქმე.
საქართველოს მთავრობა კორუმპირებულია, პრემიერი კვირიკაშვილი კი საერთოდ გასულია სამართლებრივი სივცრციდან. არ შეიძლება მას და პრეზიდენტ მარგველაშვილს არ ჰქონოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რა დონის კორუმპირებული პერსონაა ელგუჯა ხოკრიშვილი. დღეს ვაპირებ, ჩემი ჟურნალისტური მასალები გავუგზავნო როგორც გერმანიის საელჩოს საქართველოში, ისე - გერმანიის მთავრობას, რომ ეს კორუმპირებული პერსონა ელჩად არ მიიღონ. ეს ქვეყნის პრესტიჟის საკითხია. ჯერ ერთი, მას სამართლებრივად პასუხი არ აგებინეს იმიტომ, რომ შეეშინდათ ხოკრიშვილის ალაპარაკების, თუ სად მიჰქონდა ფული, ეს გასაგებია, მაგრამ ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყტანაში მისი ელჩად გამწესება სრულიად წარმოუდგენელია,“ - უთხრა „ნიუპოსტს“ კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






