„გავალებთ, დაინტერესებულ პირს, მოჭრის ნაცვლად, მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა მოვთხოვოთ“ - კალაძე
პოლიტიკა - 11:11, 13 Dec, 2017     1773
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, ახალი მშენებლობის ყველა პროექტში, მშენებლობის ნებართვის გაცემის საწყის ეტაპზე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უშუალოდ ჩაერთოს.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ახალი მშენებლობის ნებართვების გაცემა მწვანე სივრცეების, პარკებისა და სკვერების განადგურების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

რაც შეეხება ისეთ პროექტებს, რომელზეც შესაბამისი პროცედურები დასრულებულია, მაგრამ მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხა არ არის გადახდილი, თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი საკითხების შესწავლა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.

„გავალებთ, რომ დაინტერესებულ პირს მოჭრის ნაცვლად, მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა მოვთხოვოთ. ინდივიდუალურად მოგიწევთ ამ კონკრეტული საქმეების შესწავლა, რაც საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი. ამასთან გთხოვთ, უმოკლეს ვადებში მოამზადოთ სამართლებრივი ცვლილებები მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხების რამდენჯერმე გაზრდასთან დაკავშირებით, ვინაიდან, არსებული პრაქტიკით, საკომპენსაციო თანხა ერთ ხეზე დაახლოებით, 700 ლარს შეადგენს, რაც არაადეკვატური და არასერიოზულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.

„დაიხმარეთ პარლამენტი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა. შესაბამისად, შემოსული თანხები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მწვანე სივრცეების შექმნაზე, ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, სკვერების მოვლა- პატრონობაზე და ა.შ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42