გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ თემს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
პოლიტიკა - 10:03, 13 Dec, 2017     1185

როდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა, რა თქმა უნდა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელს მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული თბილისის მთავარ სინაგოგაში, სადაც დღეს ხანუქას სანთელი აანთო.

მთავრობის მეთაურმა ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ დღეს მე მივმართო ჩვენთვის ყველაზე ახლობელი და ყველაზე დიდი ხნის მეგობარი ერის წარმომადგენლებს. მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომლითაც აღინიშნება სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება. ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, ეს დღესასწაული სიმბოლურია და იქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, თბილისის ამ უბანში თავმოყრილია ყველა ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლობა, მაგრამ, საქართველოსთვის 26-საუკუნოვანი მეგობრობა ნამდვილად უნიკალურია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენს ორ მოძმე ერს შორის უამრავი რამ არის საერთო. საერთო გვაქვს ისტორია, მათ შორის ბრძოლის ისტორიაც, როდესაც ქართველები იბრძოდნენ ებრაელთათვის და ებრაელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ ქართველთათვის. მათ შორის, ვიბრძოდით ერთმანეთის საკულტო რელიგიური ნაგებობების გადასარჩენადაც. და ეს ისტორიები ყველას ახსოვს. ეს ისტორიები ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ჩვენს ორ ერს შორის მეგობრობის ძალიან ძვირფას წიგნში, რომელსაც როგორც ებრაელები, ისევე ქართველები გულში ინახავენ. მინდა, გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც ნამდვილად ჩვენ ყველას გვიხარია. როდესაც მე ავანთებ ხანუქას სანთელს, ჩავიფიქრებ, რომ ისრაელში იყოს მშვიდობა, ყველა ებრაულ ოჯახში იყოს მშვიდობა და რა თქმა უნდა, საქართველოში იყოს მშვიდობა და მთელს მსოფლიოში არავის ენახოს ატირებული ბავშვები. ჩვენ გამოწვევებიც საერთო გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის ყველაზე ძვირფასი ფურცლები კიდევ მომავალში დაიწერება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილებს ვიდეოზარის მეშვეობით იერუსალიმიდან მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხანუქას დღესასწაული მიულოცა.

„მინდა, საქართველოდან მივესალმო საქართველოს დიდ მეგობარს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მივულოცო მას ხანუქას დღესასწაული. მინდა, ვუსურვო ებრაელ ხალხს მშვიდობა და რა თქმა უნდა მინდა ვუსურვო ქართულ-ებრაულ მეგობრობას კიდევ უფრო ნათელი მომავალი 26 საუკუნე“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42