„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, გამოიკვეთა შემომწირველების მიერ ტენდერების მოგების ტენდენცია, საუბარია ასევე თანხის გადარიცხვის შემდეგ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნებაზეც.
დღევანდელ ბრიფინგზე ორგანიზაცია კონკრეტული პირების დასახლებას გეგმავს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურისა და აუდიტის სამსახურისთვის მიმართვასაც აპირებს.
„გვქნება საუბარი ცნობილ ადამიანებზე, მათ შორის იმაზე, რომლებიც წირავდნენ პოლიტიკურ პარტიებს. ძირითადად რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაზეა“ საუბარი. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირებსაც საკმაოდ მსხვილი შემოწირულობები აქვთ განხორციელებული. შეიძლება გარკვეული ეჭვები არსებობდეს, რომ გარკვეულ გარიგებას ჰქონდა ადგილი. პოლიტიკურ კორუფციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, შესწავლილ უნდა იქნეს სათანადო უწყებების მიერ,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






